მასშტაბური ავტოკატასტროფა პაკისტანში. ტრაგედია გამთენიისას სუკურის პროვინციაში დატრიალდა. სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახებას, ბოლო მონაცემებით, 56 ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს. ავარიის მიზეზად სიჩქარის გადაჭარბება სახელდება.