ვაშინგტონი რუსეთს დამატებითი სანქციებით ემუქრება. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ჯენ პსაკის განცხადებით, მოსკოვი დონბასელ სეპარატისტთა მხარდაჭერას განაგრძობს დ აიმ შემთხვევაში, თუ კრემლი უკრაინის მიმართ პოლიტიკას არ შეცვლის, ამისთვის "უფრო დიდი საფასურის გადახდა მოუწევს.
"თუ რუსეთს რეალურად სურს მინსკის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება, აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ტექნიკის შეყვანა უნდა შეწყვიტოს, რასაც მოსკოვი დღემდე უარყოფს, მაგრამ ეუთოს დამკვირვებელთა მოხსენება სხვა რეალობაზე მეტყველებს,"-განაცხადა პსაკიმ.