2015 წელს თბილისის ბიუჯეტი ჯანდაცვის ღონისძებებს - 34 450 000 ლარით დააფინანსებს, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მერიაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც მან 2015 წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ჯანდაცვის ღონისძებები - 34 450 000 ლარით დაფინანსდება, რაც 8 მილიონი ლარით მეტია 2014 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით.
როგორც დედაქალაქის მერმა განმარტა, 2015 წელს დაიწყება ისეთი ახალი პროექტების განხორციელება, რომელიც წინა წლებში არ ფინანსდებოდა, უფრო კონკრეტულად კი: დაიწყება C ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების დაფინანსების პროგრამა - 1 400 000 ლარი.
პროგრამის მიზანია თბილისში რეგისტრირებული C ჰეპატიტით დაავადებული პირებისათვის სამკურნალო ღონისძიებების ჩატარებისა და მედიკამენტებზე შეღავათით სარგებლობის მისაღებად აუცილებელი დაავადების სტადიის განსასაზღვრი გამოკვლევების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
განხორციელდება ლეიკემიითა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადებული პაციენტების (0-დან 25 წლამდე ასაკის) ოპერაციული მკურნალობის პროგრამა - 4 000 000 ლარი.
პროგრამის მიზანია 0-დან 25 წლამდე ასაკის ონკოჰემატოლოგიური დაავადებების (მწვავე ლეიკემია, ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია, იუვენური მიელომონოციტარული ლეიკემია, არა-ჰოჯკინის ლიმფომა, ჰოჯკინის ლიმფომა, მიელოდისპლაზიური სინდრომი, აპლასტიური ანემია, ჰისტიოციტოზი) მქონე ბენეფიციარების, რომლებიც საჭიროებენ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას, ოპერაციული მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.