ჰავაიზე ვულკანი იფრქვევა. ვულკანურმა ლავამ პახოას დასახლებულ რაიონებამდე ჩააღწია, რის შედეგადაც რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით, სტიქიური უბედურების ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მთისძირა რაიონები ატასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. კილაუეას ვულკანი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვულკანად ითვლება.
მასალის გამოყენების პირობები