რეალ „სოსიედადს" ახალი მწრთვნელი ჰყავს. ესპანურ კლუბს სათავეში „მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი თავკაცი დევიდ მოიესი ჩაუდგა. 51 წლის შოტლანდიელმა სპეციალისტმა მთავარი მწრთვნელის პოსტზე იაგობუ არასატე შეცვალა. ამ უკანასკნელმა კლუბი „სოსიედადის" მიერ ჩატარებული წარუმატებელი სეზონის გამო დატოვა. ამჟამად კლუბი ესპანეთის უმაღლესი დივიზიონის სატურნირო ცხრილში 9 ქულით მე-11 ადგილს იკავებს.
მასალის გამოყენების პირობები