რუსეთის მოსახლეობა პროდუქტების გაძვირებას უჩივის. სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს „ლევადა ცენტრი" აქვეყნებს. გამოკითხულთა 73 პროცენტი სასურსათო კალათის გაძვირების მიზეზად რუსეთის მიერ ევროპულ პროდუქციაზე დაწესებულ ემბარგოს ასახელებს. რესპოდენტთა 56 პროცენტის აზრით კი რუსეთში სოციალური მდგომარეობის გაუარესება კრემლის მიერ ყირიმის ანექსიით არის გამოწვეული.
მასალის გამოყენების პირობები