CNN რუსეთში მაუწყებლობას წყვეტს. ამის შესახებ არხის მფლობელი კომპანია "ტარნერ ინტერნეიშენალი" იტყობინება. კომპანიის ხელმძღვანელობამ რუსეთის საკაბელო ტელევიზიების ოპერატორებს შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა. შეტყობინება უკვე მიიღეს უმსხვილესმა რუსულმა ოპერატორებმა "აკადიომ" და "ვიმპელკომმა." "ტარნერ ინტერნეიშენალის" ხელმძღვანელობა საკუთარ გადაწყვეტილებას სატელემაუწყებლო კანონმდებლობაში რუსეთის ხელისუფლების მიერ შეტანილი ცვლილებებით ხსნის და იმედს გამოთქვამს, რომ რუსულ სამაუწყებლო სივრცეში დაბრუნების ალტერნატიულ შესაძლებლობას გამონახავს. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, ფასიან საკაბელო არხებზე რეკლამის ტრანსლაცია აიკრძალა