მორიგი ტერორისტული აქტი პაკისტანში. აფეთქების ხმა გვიან საღამოს კარაჩის ცენტრალურ რაიონში გაისმა. წინასწარი ვერსიით, პოლიციის მანქანას დაუდგენელმა პირმა ხელყუმბარა ესროლა. ტერაქტს 2 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.
მასალის გამოყენების პირობები