უამინდობა შეერთებულ შტატებში. მინესოტასა და ვისკონსინში გადაუღებლად თოვს. თოვლის საფარის სიმაღლემ რიგ მონაკვეთებზე 30 სანტიმეტრს გადააჭარბა, რამაც საავტომობილო მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. ჰაერის ტემპერატურა მკვეთრადც დაეცა ფორესტ-ლეიქშიც. ძლიერი ყინვისა და უხვთოვლობის გამო ადგილობრივ სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა. სინოპტიკოსტა ვარაუდით, უამინდობა შეერთებულ სტატებში თვის ბოლომდე გასტანს.