თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე დაუდგენელმა პირებმა სააკიანების ოჯახი დააყაჩაღეს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში 20 წლის გოგონა იმყოფებოდა, რომელიც ბოროტმოქმედებმა დააბეს, შემდეგ კი აწამეს.
ინფორმაციას ადასტურებენ მეზობლები. მათი თქმით, ყაჩაღობის შემდეგ მძარცველებმა ბინაში ბუნებრივი აირი გაუშვეს. გოგონას გადარჩენა სახლში მისულმა მშობლებმა შეძლეს. უცნობია, რისი წაღება მოახერხეს ბოროტმოქმედება. სამართალდამცველებმა ოჯახს მედიასთან ურთიერთობა აუკრძალეს. მომხდარზე დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია არც შინაგან საქმეთა სამინისტროს.
მასალის გამოყენების პირობები