„როდესაც ამერიკა ერთი ნაბიჯით მაინც იხევს უკან და წყნარად საუბრობს, მას აღარავინ უსმენს." ასე აფასებს ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ვაშინგტონის დღევანდელ პოზიციებს. ვრცელი ინტერვიუ მერიკის ყოფილმა პირველმა დიპლომატმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსს" მისცა.
„ამერიკელებს არ ურთ ისეთი სიმშვიდე, როდესაც აშინგტონი აქტიურ საგარეო პოლიტიკას არ აწარმოებს და საერთაშორისო ასპარეზზე გავლენას კარგავს. ვფიქრობ, შეერთებული შტატები და მსოფლიო უფრო ძლიერი ლიდერის მოლოდინშია,"-განაცხადა რაისმა.
ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა თეთრი სახლის ლიდერი ერაყიდან სამხედრო კონტინგენტის გამოყვანისთვისაც გააკრიტიკა. მისი თქმით, ბუშის ადმინისტრაციის მიერ ერაყში სამხედრო კონტინგენტის გაძლიერება რეგიონის სტაბილობას უზრუნველყოფდა.
„ნაადრევია საუბარი იმაზე, რომ შეერთბული შტატები ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში დამარცხდება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჯერჯერობით ამ ბრძოლას ვერ ვიგებთ,"-აღნიშნა რაისმა.
მასალის გამოყენების პირობები