იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 14 წლის პალესტინელი გოგონა მოკლეს. თავდასხმა გვიან საღამოს ალონ-შვუტის ებრაულ დასახლებასთან განხორციელდა. ავტობუსის გაჩერებაზე მდგარ გოგონას და მის თანმხლებ ორ მამაკაცს თავს პალესტინელი ახალგაზრდა დაესხა და დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ებრაელი გოგონა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მისი თანმხლები პირების მდგომარეობა კი კრიტიკულია. თავდამსხმელმა შეთხვევის ადილიდან მიმალვა სცადა, თუმცა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა ის მძიმედ დაჭრა.
მასალის გამოყენების პირობები