ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა სერბეთს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდა. სკანდალური განცხადება ედი რიმამ ბელგრადში ვიზიტისას გააკეთა.
„რაც უფრო მალე აღიარებთ კოსოვოს სუვერენიტეტს, მით უფრო ჩქარი ტემპით განვვითარედებით. ამიტომ, მინდა მოგიწოდოთ, ახალი რეალობა გაითვალისწინოთ,"-განაცხადა რიმამ.
ალბანეთის პრემიერის განცხადებას მისი ვიზავის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. სერბეთის პრემიერმა ალექსანდრ ვუჩიჩმა თავისი კოლეგა პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სერბეთი კოსოვოს დამოუკიდებლობას არასდროს აღიარებს.
მასალის გამოყენების პირობები