ბრიტანეთმა ერაყში ისლამისტთა წინააღმდეგ უპილოტო თვითმფრინავი გამოიყენა. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყება იტყობინება. საჰაერო იერიშები ქალაქ ბეიჯიზე განხორციელდა, სადაც უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს. ბრიტანეთი ანტიტერორისტულ ოპერაციას 30 სექტემბერს შეუერთდა. ამ დროის განმავლობაში ბრიტანულმა გამანადგურებლებმა ერაყსა და სირიაში ჯიჰადისტთა პოზიციებზე რამდენიმე საჰაერო იერიში განახორციელეს.
მასალის გამოყენების პირობები