ოჯახში ძალადობისთვის გარდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისა, ასევე გათვალისწინებული იქნება თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით. დამამძიმებელი გარემოებების შემთხვევაში კი თავისუფლების აღკვეთა, ერთიდან სამ წლამდე. შესაბამისი ცვლილება შედის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში", რომელსაც დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.
წარმოდგენილი კანონპროექტი გულისხმობს ცვლილებას სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში (ოჯახში ძალადობა), რომლის თანახმად აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის, გარდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისა, ასევე გათვალისწინებული იქნება თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით.
ასევე ცვლილება შედის 1261 მუხლის მე-2 ნაწილში (დამამძიმებელი გარემოებები) და ამ ქმედებისათვის გათვალისწინებულია საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, ან თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ერთი წლის ნაცვლად განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე.
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" პარლამენტში მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესითაა წარდგენილი.