შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტების შეხვედრა მაშინ შედგა, როცა აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკურ ფორუმზე შეკრებილი ლიდერები სხდომის დაწყებამდე დარბაზში ფოტოების გადაღების ცერემონიას ესწრებოდნენ. პუტინი დარბაზში რამდენიმე წუთით დაგვაინებით შევიდა.
,,ობამამ პირველმა შეამჩნია ის და მისალმების ნიშნად ხელი დაუქნია. პუტინიც მივიდა მასთან და გამოესაუბრა. მათ შორის საუბარი დაახლოებით 7-8 წუთს გაგრძელდა.
ამის შემდეგ მსოფლიო ლიდერები სურათის გადასახებად გაეშურნენ." - იტყობინება რუსული გაზეთი ,,კომერსანტი."
შეგახსენებთ, რომ აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური ფორუმი დღეს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გაიმართა.