პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, ცხადია, საერთაშორისო მიმართულებით გარკვეული ხარვეზები იყო.
ამის შესახებ სესიაშვილმა ჟურნალისტებს, პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
"პრემიერ-მინისტრი მთვრობის მეთაურია. მას მეტი ინფორმაცია აქვს და უკეთ ხედავს, თუ როგორ მუშობენ მინისტრები, ამიტომ თუ მას კითხვები გააჩნია კონკრეტულ მინისტრებთან დაკავშირებით, ეს მისი უფლებაა, თუმცა, მეორე მხრივ, ცხადია, რომ საერთაშორისო მიმართულებით გარკვეული ხარვეზები იყო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვაგან არ არის, ზოგადად, ყველა მიმართულებით ჩვენი ხელისუფლება არის მაქსიმალისტი, შესაბამისად, გვსურდა და დღესაც გვსურს, რომ საუკეთესოდ ყოფილიყო. თუ ამ მიმართულებით კითხვები არის, თავისთავად ცხადია, პრემიერი ამას უკეთესად შეაფასებს", - განაცხადა სესიაშვილმა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის რომ ამერიკასა და ევროპაში ჯერ კიდევ არსებობს განცდა, რომ საქართველოში პროცესები პოლიტიკურად მოტივირებულია პირაპირ უკავშირდება ყოფილი მინისტრების საქმიანობას.