ქართული ბაზრით კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანია ინტერესდება. უკვე ცნობილია, რომ წლის ბოლომდე თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ოპერირებას ავიაკომპანია "ტრანსაერო" დაიწყებს. ირკვევა, რომ ბილეთის ღირებულება ერთი გზა 5264 რუბლი (დაახლოებით 117 დოლარი), ხოლო 2 გზა კი 11 379 რუბლი (დაახლოებით 253 დოლარი) იქნება. რეისების განხორციელება 21 დეკემბრიდან დაიწყება. ავიაკომპანია თბილისი-მოსკოვის მიმართულებით კვირაში 4 რეისს შეასრულებს.
"ტრანსაერო" აღნიშნულ მიმართულებაზე Boeing 737-ით იფრენს.
შეგახსენებთ, რომ თბილისი-მოსკოვის რეისებს უკვე ახორციელებენ რუსული "აეროფლოტი" და S7.
მასალის გამოყენების პირობები