ტოკიო მოსკოვს ახალი გაზსადენის მშენებლობას სთავაზობთ, რომლითაც რუსეთიდან იაპონიაში ბუნებრივი აირის ტრანზიტი განხორციელდება. „გაზპრომის" ხელმძღვანელის, ალექსეი მილერის განცხადებით, იაპონურმა მხარემ კომპანიას გაზსადენის მშენებლობის ინიციატივით უკვე მიმართა. მისივე თქმით, პროექტი განხილვის სტადიაშია და „გაზპრომს" ტოკიოსთვის თანხმობა ჯერჯერობით არ მიუცია. ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის საკითხი პეკინის სამიტზე გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემაც განიხილეს.