მინსკში აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკების მორიგი რაუნდი სავარაუდოდ ორ კვირაში გაიმართება. ამის შესახებ საკონტაქტო ჯგუფის წევრმა დენის პუშილინმა განაცხადა, რომელიც მოლაპარაკებებზე დონეცკის დეფაქტო რესპუბლიკას წარმოადგენს.
მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე მინსკში 20 სექტემბერს შეთანხმდნენ, თუმცა სამშვიდობო შეთანხმების პირობები სისტემატიურად ირღვევა.