ტერაქტების სერია ავღანეთში. ტერორისტთა სამიზნე ქაბულის ცენტრალური რაიონი, ასევე, ლოგარისა და ნანგარჰარის პროვინციები გახდა. ქაბულში ასაფეთქებელი მოწყობილობა უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოქმედდა. აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ლოგარში კი თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი პოლიციის განყოფილებასთან აიფეთქა, რასაც 7 ადამიანი ემსხვერპლა. პოლიციის შენობა ააფეთქეს ნანგარჰარში. ტერაქტს 3 ადამიანი შეეწირა, 10-მდე კი მძიმედ დაშავდა.