ერაყში საერთაშორისო კოალიციური ძალების მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი აბუ ბაქრ ალ ბარდადი დაიჭრა. ამის შესახებ ერაყის თავდაცვის სამინისტო იტყობინება, პენტაგონი კი ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს. წერტილოვანი დარტყმები კოალიციის ავიაციამ ანბარის პროვინციაში ქალაქ ელ კაიმზე განახორციელა, სადაც ისლამისტური დაჯგუფების ლიდერები იკრიბებოდნენ. ავიადარტყმების შედეგად 10 ავტომანქანა განადგურდა, რომელშიც ისლამისტი მებრძოლები იმყოფებოდნენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, საჰაერო იერიშს 27 ჯიჰადისტი, მათ შორის, ალ ბაღდადის მარჯვენა ხელი აბუ ჰაზიფ ალ აიმანი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები