უბედური შემთხვევა ხარკოვში. აფეთქების ხმა გვიან საღამოს ქალაქის ცენტრალურ რაიონში გაისმა. წინასწარი ვერსიით, ერთ-ერთ პაბ-კლუბში გაზის გაჟონვამ ძლიერი აფეთქება გამოიწვია, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. პოლიცია ჯერჯერობით არც ტერორისტული აქტის ვერსიას გამორიცხავს. რამდენიმე თვითმხილველის ჩვენებით, ბარის დახლთან უცნობმა პირმა შეფუთული ნივთი დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები