ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. შინაგან საქმეთა მინისტრი რაულ ლოლუა გალის რაიონში კრიმინოგენული ვითარებით გამო შეშფოთებულია. მისი თქმით, ამდენი ძარცვა, ყაჩაღობა, ადამიანის გატაცება სხვა არც ერთ რაიონში არ ხდება.
,,გალის რაიონში მიმდინარე პროცესები უნდა შეცვალოს. ამდენი ძარცვა, ყაჩაღობა, ადამიანის გატაცება სხვა არც ერთ რაიონში არ ხდება. ძირითადი საქმიანობა, რასაც ადგილობრივი დამნაშავეები მისდევენ, ფულის გამოძალვის მიზნით ადამიანის გატაცებაა. გამოსასყიდის რაოდენობა თავდაპირველად 500 ათასი რუბლიდან მილიონ რუბლამდე აღწევს, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ეს თანხა 100-150 ათას რუბლამდე ჩამოდის.
მოგეხსენებათ, სოფელ ღუმურიშში ამ დღეებში საპატრულო მანქანა დაცხრილეს, სამართალდამცავებს ბოროტმოქმედები ორ ადგილას ჩაუსაფრდნენ...
როგორც კი მილიციის თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებების ჩატარება დაიწყეს, მათ ეგრევე შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს." - განაცხადა ლოლუამ გალელ სამართალდამცავებთან შეხვედრაზე.
მისი თქმით, როგორც ჩანს ვიღაცეებს არ მოსწონთ ის ცვლილებები, რაც გალის რაიონში მიმდინარეობს.