ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სოხუმის განყოფილების თანამშრომლებმა ძიძარიას ქუჩაზე საეჭვოდ მოძრავი ,,ლექსუსის" მარკის ავტომობილი გააჩერეს, რომლის საჭესაც სოხუმის მკვიდრი არტურ არშბა მართავდა.
ჩხრეკისას მას გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯის ადმინტრაციის უფროსის მოწმობა აღმოაჩნდა. ავტომანქანაში ისხდნენ ასევე სოხუმლები: ინალ ლომია, აინარ ზუხბა და ბესლახუბელი ირაკლი ვოუბა. ეს უკანასკნელი გალის ვეტერინარიული სამსახურის თანამშრომელია.
ნარკოლოგიურ დისპანსერში ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებმა აჩვენა, რომ არშბა, ზუხბა და ვოუბა ნარკოტიკული ნივთიერება მეტადონის ზემომედების ქვეშ იმყოფებოდნენ, რაც შეეხება ლომიას, მან სამედიცინო შემოწმებაზე უარი განაცხადა. 2611
ხსენებული პირების შესახებ მონაცემები ქალაქ სოხუმის სასამართლოს გადაეცა, რომელმაც ლომიას გარდა, დანარჩენ დაკავებულებს 15 დღით პატიმრობის აღკვეთა მიუსაჯა, ლომიას კი მხოლოდ 4 დღით აღეკვეთა თავისუფლება.