ირანში ძაღლების საწინააღმდეგო კამპანია დაიწყო. პარლამენტართა ერთმა ჯგუფმა ეროვნულ მეჯლისში ახალი საინიციატივო პროექტი შეიტანა, რომლის მიხედვითაც ირანის მცხოვრებლებს ქუჩაში ძაღლების გასეირნების უფლება უნდა ჩამოერთვათ. კანონდამრღვევებს სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევთ. კანონის გამკაცრებას საინიციატივო ჯგუფი იმ მოტივით ხსნის, რომ საზოგადოებრივ ადგილებში ცხოველები ადამიანებს საფრთხეს უქმნიან. შეზღუდვები მხოლოდ პოლიციის და სხვა ძალოვანი სტრუქტურების კუთვნილ ოთხფეხებს, ასევე ლიცენზირებული მონადირეებისა და მწყემსების ძაღლებს არ შეეხება.
მასალის გამოყენების პირობები