ისლამისტები ბარელ ნავთობს 20 დოლარად ყიდიან. ამის შესახებ ერაყის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ტაჰა ალ ჰურიმ ფინანსურ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში „ისლამისტური სახელმწიფოს მებრძოლებმა" კირკუკის პროვინციის დიდ ნაწილზე სრული კონტროლი დაამყარეს და მათ ხელში მსხვილი სანავთობო საწარმოები გადავიდა.
მასალის გამოყენების პირობები