უკრაინული ენა ქვეყანაში ერთადერთი სახელმწიფო ენა იქნება. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში" დაწერა. პეტრო პოროშენკოს მტკიცებით, მის ამ გადაწყვეტილებას უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობაც უჭერს მხარს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსულ ენაზეც ისე მამაცურად იცავენ უკრაინას და ისევე უყვართ, როგორც უკრაინულ ენაზე. იმის შემდეგ, რაც ჩვენ ერთად გადავიტანეთ და დღესაც გადაგვაქვს, ჩვენ ერთმანეთს ვერავინ გადაგვკიდებს. ჩვენ ენობრივი ნიშნით არავის ვასხვავებთ, თუმცა ერთადერთი სახელწიფო ენა იქნება უკრაინული,"-განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მანვე თანამემამულეებს დღეს უკრაინული ენისა და დამწერლობის დღე მიულოცა.
მასალის გამოყენების პირობები