დაღესტანში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა. ჯელი ტაბასარანის რაიონში სპეცრაზმელები ამბოხებულთა დაჯგუფებას ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებით, რამდენიმე დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა. პარალელურად, ანტიტერორისტული ოპერაცია შამილის რაიონშიც ტარდება. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
მასალის გამოყენების პირობები