„ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა სადამ ჰუსეინის მამის საფლავი გაანადგურეს. ამის შესახებ ერაყული საინფორმაციო სააგენტო „ალ მადა" იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ისლამისტებმა ტიკრიტის მეჩეთსა და ახლომდებარე სასაფლაოზე თვითნაკეთი ბომბები ააფეთქეს, რის შედეგადაც მუსლიმანური სალოცავი მთლიანად დაინგრა. ასევე განადგურდა ერაყის ექსპრეზიდენტის მამის საფლავიც, რომელიც 2006 წლის თავდასხმის შედეგად დაზიანებული იყო.
მასალის გამოყენების პირობები