სირიის არმია ამბოხებულთა პოზიციებს ბომბავს. სახელისუფლო ძალებმა საჰაერო იერიში ელ-ბაბის დასახლებულ რაიონზე მიიტანეს. ავიადარტყმებს 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 100-მდე კი მძიმედ დაშავდა. დაღუპულთა შორის მშვიდობიანი მცხოვრებლებიც არიან. სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის ცენტრის ცნობით, ასადის ავიაციამ ამბოხებულთა წინააღმდეგ ე.წ. „კასრული ბომბები" გამოიყენა.
მასალის გამოყენების პირობები