ღაზას სექტორში იასირ არაფატის გარდაცვალების 10 წლისთავს არ აღნიშნავენ. ამის შესახებ პალესტინის ავტონომიის ყოფილი ლიდერის მიერ დაარსებული პარტიის, „ფატჰის" წარმომადგენლებმა განაცხადეს.
მათივე განმარტებით, მოძრაობა „ჰამასი", რომელიც დღეისათვის ღაზას სექტორს აკონტროლებს, ცერემონიალზე უსაფრთხების ზომებს ვერ უზრუნველყოფს.
არაფატის გარდაცვალების დღე ღაზას სექტორში 2007 წლიდან აღინიშნებოდა.