მადრიდი კატალონიაში გამართულ რეფერენდუმს „უაზროს" უწოდებს. ესპანეთის ხელისუფლების განცხადებით, რეფერენდუმს არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს და კატალონიას პოლიტიკურ სარგებელს ვერ მოუტანს. დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილება კატალონიის ხელისუფლებამ სექტემბერში მიიღო, თუმცა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რეფერენდუმი უკანონოდ ცნო. ამის გამო კატალონიის ლიდერმა არტურ მესამ 9 ნოემბერს სიმბოლური გამოკითხვის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები