10 ნოემბერს, 19:00 საათზე, ევროპის სახლში არტისტერიუმი 2014, თანამედროვე ხელოვნების მე-7 საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გერმანელი ხელოვანების ოკკა ჰუნგერბიულერის და ულუ ბრაუნის „Des Ptohograhpies" პრეზენტაცია გაიმართება.
გოეთეს ინსტიტუტის ხელშეწყობით წელს არტისტერიუმის პროგრამაში წარმოდგენილი იქნება Berlin Art Prize 2014-ის გამარჯვებული ხელოვანები: „Des Ptohograhpies", ოკკა ჰუნგერბიულერი და ულუ ბრაუნი.
ასევე ნაჩვენები იქნება ვიდეო-გამოფენა LOOKING AT THE BIG SKY,რომელიც გოეთეს ინსტიტუტმა ოთხ გემანულ სამხატვრო აკადემიათან ერთად შეიმუშავა. 17 ნოემბერს, 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში,გამოიფინება დიუსელდორფის, კიოლნის, მიუნხენის და ბრაუნშვაიგის სამხატვრო აკადემიების სტუდენტების 14 ერთარხინაი ვიდეონამუშევარი