მექსიკაში მასობრივი არეულობები გრძელდება. დედაქალაქის ქუჩებში გამოსული ათობით ათასი ადამიანი ხელისუფლებას 43 სტუდენტის გატაცებასა და მკვლელობაში ადანაშაულებს. მანიფესტანტებმა გვიან ღამით მთავრობის სასახლეში შეჭრაც სცადეს, რაშიც მათ ხელი პოლიციამ შეუშალა. დემონსტრანტებმა შენობის წინ რამდენიმე მანქანა დაწვეს. შეტაკებების შედეგად რამდენიმე დემონსტრანტი დაშავდა. ათობით მექსიკელი სტუდენტი ქალაქ იგუალადან მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც ქალაქის მერის, ხოსე ლუის აბარკის განკარგულებით პოლიციამ სტუდენტთა აქცია დაშალა. სამართალდამცავებმა 6 მანიფესტანტი მოკლეს, 43 აქტივისტი კი უგზო-უკლოდ დაიკარგა. ადგილობრივ მცხოვრებთა მტკიცებით, სტუდენტები პოლიციამ დააპატიმრა და „გუეროს უნოდოს"ბანდიტურ დაჯგუფებას გადასცა. მათი ადგილ-სამყოფელი დღემდე უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები