რუსეთის მოსახლეობის შემოსავლები მომავალ წელს კიდევ უფრო შემცირდება. ამის შესახებ ეკონომიკური განვითარების სამინისტრო იტყობინება. უწყების პროგნოზებით, წლის ბოლომდე რუსეთის მცხოვრებლების შემოსავლების ზრდის მაჩვენებელი ნულოვან ნიშნულზე დარჩება, 2015 წელს კი ის კიდევ უფრო შემცირდება. სოციალური ვითარების გაუარესება მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ღირებულების დაცემას და რუბლის კურსის ვარდნას უკავშირდება.
მასალის გამოყენების პირობები