რუსეთის პრეზიდენტს საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტის სახით კიდევ ერთი მხარდამჭერი გამოუჩნდა. ბერლინის კედლის დანგრევის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალზე მიხაილ გორბაჩოვმა დასავლეთს ანტირუსული რიტორიკის შეცვლისა და პუტინის მოსმენისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, კრემლის ლიდერს არა კონფრონტაცია, არამედ დასავლეთთან ურთიერთობის ნორმალიზება სურს. გორბაჩოვის აზრით, დაძაბულობის განსამუხტავად, პირველ რიგში ორმხრივი სანქციები უნდა გაუქმდეს, რომელიც ზიანს არამხოლოდ რუსეთს, არამედ დასავლეთსაც აყენებს.
„ევროპის უსაფრთხოებას მხოლოდ ნატო ვერ დაიცავს. ევროპამ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ახალი სისტემა უნდა შეიმუშაოს, რომელშიც რუსეთიც აქტიურად იქნება ჩართული,"-განაცხადა გორბაჩოვმა.
მასალის გამოყენების პირობები