დასავლურმა კოალიციამ ერაყში ისლამისტთა პოზიციებზე საჰაერო იერიში მიიტანა. წერტილოვანი დარტყმები ქალაქ მოსულის ერთ-ერთ გარეუბანზე განხორციელდა, სადაც „ისლამური სახელმწიფოს" ლიდერების შეხვედრა იმართებოდა. ავიადარტყმების შედეგად ჯიჰადისტთა 10-მდე მანქანა განადგურდა. ჯერჯერობით უცნობია, იმყოფებოდა თუ არა რომელიმე მანქანაში რადიკალური დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი. საერთაშორისო კოალიცია ერაყსა და სირიაში ისლამისტთა პოზიციებს უკვე მესამე თვეა, ინტენსიურად ბომბავს.
მასალის გამოყენების პირობები