ეუთოს დამკვირვებლები აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ტექნიკის გადაადგილების ფაქტს ადასტურებენ. მათ სეპარატისტთა მიერ კონტროლირებას დონეცკისა და მაკეევკის რაიონებში 40-მდე სატვირთო მანქანა და ავტოცისტერნები დააფიქსირეს. ეუთოს მონიტორების მტკიცებით, მანქანებს საიდენტიფიკაციო ნიშნები არ აქვს, თუმცა გარეგნული ნიშნებით რუსულ სამხედრო ტექნიკას ჰგავს. აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული სამხედრო ტექნიკის შესვლის შესახებ გუშინ უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების ეროვნულმა საბჭომ განაცხადა, ნატომ კი დაადასტურა, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ტექნიკის კონცენტრაცია შეინიშნება.
მასალის გამოყენების პირობები