მორიგი ტერორისტული აქტი ავღანეთში. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ქაბულის პოლიციის განყოფილებაში აიფეთქა. ტერაქტს ერთი პოლიციელი ემსხვერპლა, ექვსი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულთაგან ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია. წინასწარი ვერსიით, ტერორისტმა შენობაში სამხედრო ფორმით შეაღწია. ის მესამე სართულზე დაუბრკოლებლად ავიდა და თავი პოლიციის უფროსის კაბინეტთან აიფეთქა.
მასალის გამოყენების პირობები