საუდის არაბეთში ქალებს მანქანის ტარების ნებას დართავენ. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებას ქვეყნის მთავრობა უკვე განიხილავს. საკანონმდებლო ინიციატივით, დღის საათებში 30 წელს გადაცილებულ ქალებს მანქანის მართვის უფლება მიეცემათ, თუმცა მძღოლ ქალებს საჭესთან კოსმეტიკის გაკეთება აეკრძალებათ.
საუდის არაბეთი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ქალებს მძღოლობის უფლება აქვთ ჩამორთმეული.