ბრიტანეთის დედოფალზე ტერორისტული თავდასხმა იგეგმებოდა. ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ „სკოტლანდ იარდმა" ოფიციალურად დაადასტურა.
თავდასხმა ელიზაბეტ მეორეზე გუშინ, ბრიტანული სამეფო ლეგიონის მებრძოლთა ხსოვნის ცერემონიალზე უნდა განხორციელებულიყო. ტერორისტებს დედოფალი სამეფო ალბერტ-ჰოლში დანებით უნდა მოეკლათ.
ისლამისტთა ოთხკაციანი დაჯგუფება პოლიციამ ორი დღის წინ დააკავა. მათგან ყველაზე უმცროსი 19 წლის იუსუფ საიდია, რომელიც ლონდონში პაკისტანიდან ჩავიდა.