პენტაგონი ერაყში 1500 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის. შესაბამის განკარგულებას ხელი პრეზიდენტმა ობამამ უკვე მოაწერა. ამერიკელი საზღვაო ქვეითები ერაყის არმიასა და ქურთ ამბოხებულებს ისლამისტებთან ბრძოლაში დაეხმარებიან.
სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში ინსტრუქტორები და მრჩეველებიც შედიან, რომლებიც ერაყის სხვადასხვა სამხედრო ბაზებზე გაიგზავნებიან. მანამდე თეთრი სახლის ლიდერი ირწმუნებოდა, რომ ერაყსა და სირიაში სახმელეთო ჯარებს არ შეიყვანდა.