პალესტინელებს, რომლებიც იერუსალიმში განხორციელებულ თავდასხმებში არიან ეჭვმიტანილნი, სახლებს დაუნგრევენ. შესაბამისი განკარგულება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გასცა. ტერორისტულ აქტს იერუსალიმში ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.
მათგან სამი ირაელის, ერთი კი ეკვადორის მოქალაქეა. ტერაქტი იერუსალიმში შუაფატის მცხოვრებმა იბრაჰიმ აკარიმ განახორციელა, რომელიც მანქანით ხალხის მასაში შეიჭრა, შემდეგ კი მანქანიდან გადმოვიდა და რკინის ხელკეტით რამდენიმე ადამიანს მძიმე დაზიანებები მიაყენა.
თავდასხმას 38 წლის პოლიციელი და 17 წლის სტუდენი ემსხვერპლა. კიდევ ერთი თავდასხმა იერუსალიმში „ისლამური ჯიჰადის" მებრძოლმა განახორციელა, რასაც არასრულწლოვანი გოგონა და ეკვადორელი ტურისტი შეეწირა.