„როლინგ სტოუნზმა"მელბურნში დაგეგმილი კონცეტრი გადადო. ამის მიზეზი ლეგენდარული ჯგუფის ლიდერის, მიკ ჯაგერის ავადმყოფობა გახდა. 71 წლის მუსიკოსს ყელის მწვავე ინფექცია აღმოაჩნდა, რის გამოც ექიმებმა მას კონცერტზე გამოსვლა აუკრძალეს. ავსტრალიაში კონცერტი "როლინგ სტოუნზს" წელს უკვე მეორედ ეშლება. პირველი კონცერტი მიკ ჯაგერის მეგობარი ქალის, ლორენ სკოტის თვითმკვლელობის გამო გაუქმდა.