აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ტერიტორიიდან 32 ტანკი შევიდა. ამის შესახებ უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს წარმომადგენელმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა. მისივე თქმით, ტანკებთან ერთად რუსებმა ლუგანსკის ოლქში იარაღითა და ცოცხალი ძალით დატვირთული 30-მდე სატვირთო მანქანა და რადიოლოკაციური მოწყობილებებიც შეიყვანეს. რუსული მხარე კიევის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.
მასალის გამოყენების პირობები