13 ნოემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმში რეჟისორ ვახტანგ მიქელაძის მიერ ერმიტაჟის მუზეუმის შესახებ 2014 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება.
ფილმში მოცემულია დოკუმენტური კადრები ერმიტაჟის დაარსების, განვითარების, მუზეუმიდან ექსპონატთა გატანის, მათი აღდგენა/რესტავრაციის შესახებ. წარმოდგენილია თავად ერმიტაჟის შენობის არაერთხელ დანგრევისა და რეაბილიტაციის ისტორია.
დასწრება თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები