მსოფლიოში ყველაზე ღარიბ პრეზიდენტად აღიარებულ ურუგვაის ლიდერს ძველ „ფოლკსვაგენში" მილიონი დოლარი შესთავაზეს. სარფიანი შეთავაზება ხოსე მუხიკამ ერთ-ერთი არაბი შეიხისგან მიიღო, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით არ სახელდება. როგორც ურუგვაის ლიდერი აცხადებს, შეიხის თეთავაზებას სიამოვნებით მიიღებს. 79 წლის მუხიკა ცხოვრების მოკრძალებული წესით გამოირჩევა. მიღებულ ხელფასს ის საქველმოქმედო ფონდებს ურიცხავს, თავად კი ღარიბულ ფერმაში ცხოვრობს.
მასალის გამოყენების პირობები