ობამამ ირანელ კოლეგას საიდუმლო წერილი გაუგზავნა. სკანდალურ ინფორმაციას გაზეთი Wall Street Journal აქვეყნებს. სტატიის თანახმად, თეთრი სახლის ლიდერმა ალი ჰამენეის „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ გაერთიანებისა და ბირთვული პრობლემის გადაჭრისკენ მოუწოდა. მოლაპარაკებები თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით 24 ნოემბრისთვის უნდა დასრულდეს. იმ შემთხვევაში, თუ ირანი ბირთვული პროგრამის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, დასავლეთმა თეირანს შესაძლოა სანქციები შეუმსუბუქოს.
მასალის გამოყენების პირობები