ფრანსუა ოლანდი პარიზში 2024 წლის ოლიმპიადის ჩატარებას მხარს უჭერს. ამის შესახებ საფრანგეთის ლიდერმა ტელეკომპანია TF1-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე განაცხადების მიღება მომავალი წლიდან დაიწყება, გამარჯვებულ კანდიდატს კი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი 2017 წელს დაასახელებს. პარიზი 2012 წლის ოლიმპიადის მასპინძლობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილებოდა, თუმცა კენჭისყრაში ლონდონმა გაიმარჯვა.
მასალის გამოყენების პირობები